Thursday, December 5, 2013



5.12.2013წ.
1.პროექტის სახელი:  ბაგრატის ტაძრის ძველი და ახალი სახე

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა):  პროექტი შეეხება ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის თემას, კერძოდ ბაგრატის ტაძრის მაგალითზე მოსწავლეები შეისწავლიან და განიხილავენ იმ ძორითად საკითხებს რომელიც ხელს შეუწყობს მომავალში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვასა და შენარჩუნებას.

3.პროექტის  აქტუალობა:  ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის თემამ არაერთგვაროვანი გმაოხმაურება ჰპოვა  ქართულ საზოგადოებაში და უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა  ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების სფეროში. შესაბამისად  აქტუალური გახდა ჩვენი ძეგლების უკეთ შესწავლა და მოვლა, რათა მომავალში  უფრო მეტი პროფესიონალიზმით შევძლოთ გარკვეულ ძეგლებზე მუშაობა, მითუმეტეს რომ კიდევ ბევრი სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლი საჭიროებს რესტავრაციას.


4.პროექტის მიზანი:  მოსწავლე გაეცნოს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, შეძლოს მასზე ინფორმაციის მოძიება, მცირე კვლევის ჩატარება, დასკვნების გამოტანა, საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია. და მცირე წვლილის შეტანა ძეგლის უკეთ  გაცნობისა და მოვლის თვალსაზრისით.


5.ვადები ხანგრძლივობა: 1 /2 თვე


6.მონაწილეთა ასაკი./კლასები: 13-14წ. IX კლასი

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების და შემოქმედებითობის უნარი,

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანისეული რესურსი,  ფინანსები , ფოტო კამერა,  კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო კამერა.
სივრცე სადაც ჩატარდება გამოფენა და კონფერენცია.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცნობთ პროექტის შესახებ ინფორმაციას, შემდეგ  შედგება ჯგუფები, განაწილდება სამუშაო  მოცემულ ჯგუფებში. მოსწავლეები მოიძიებენ მასალას  ბაგრატის ტაძრის შესახებ.  შემდეგი ეტაპისათვის შედგება ექსკურსია ბაგრატის ტაძარში სადაც მოსწავეები  დაათვალიერებენ ტაძარს, გადაიღებენ ფოტო და ვიდეო სიუჟეტებს, გააკეთებენ ჩანახატებს პლენერზე, შექმნიან მცირე ესეს ბაგრატის ტაძარზე. აქვე  ჩატარდება ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და ხელოვნებაში სადაც მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ისტორიულ კონტექსტს და უფრო გაიღრმავებენ ცოდნას. მომდევნო ეტაპზე  მოსწავლეები დაიწყებენ მზადებას გამოფენა-კონფერენციის ჩასატარებლად . ისტის. პედაგოგის დახმარებით მოამზადებენ საჭირო მასალას კონფერენციისათვის, ასევე მოამზადებენ ფოტო და მხატვრულ  მასალას საგამოფენოდ. შედგება გამოფენა-კონფერენცია, მოიწვეული იქნებიან კომპეტენტურ პირები, თემის ირგვლივ გაიმართება მსჯელობა, მოსწავლეები წარადგენენ თავიანთი კვლევის შედეგებს გააკეთებენ დასკვნებს და დასახავენ სამომავლო გეგმას. ( შესაძლოა დაიგეგმოს კიდევ ერთი ექსკურსია  რომელიმე ძეგლის დასუფთავებისა მიზნით)

10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს: მოსწავლების შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, კომუნილაციისა და ინტერპრეტაციის უნარეის განვითარებასა და ხელოვნების აღქმას კონტექსტში.


11. პროეექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა გარდავა

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა gardavalela@gmail.com

13. პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი: xelovneba1981blogspot.com